Bio

ასისტ.-პროფ., დოქტ. გიორგი ამირანაშვილმა 2018 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი კერძო სამართალში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი 2010 წლიდან იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელი, ხოლო 2013 წლიდან ამავე ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია. გიორგი ამირანაშვილი 2016 წელს იქნა არჩეული კერძო სამართლის მიმართულების აკადემიური ასისტენტის პოზიციაზე 4 წლის ვადით. მას ამჟამად უკავია ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორისა და ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციები.

გიორგი ამირანაშვილი 2020 წლიდან არის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

გიორგი ამირანაშვილი 2015 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და „ჰამბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის მეგობართა“ არასამეწარმეო ასოციაციის, ხოლო 2020 წლიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. იგი ასევე ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დამფუძნებელი წევრი და დირექტორია. გიორგი ამირანაშვილი 2015 წელს, მაქს პლანკის საზოგადოების კვლევითი სტიპენდიისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტის ფარგლებში, თავის სადოქტორო კვლევას ახორციელებდა მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამართლის სკოლის ბიბლიოთეკაში. მან, როგორ ვან კალკერის სტიპენდიანტმა, 2019 წელს განახორციელა კვლევა შვეიცარიის შედარებითი სამართლის ინსტიტუტში.

მისი შრომები ინტენსიურად იბეჭდება ადგილობრივ და საზღვარგარეთის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო კრებულებსა თუ აკადემიურ ჟურნალებში, რომელთა თემატიკაც ეხება კერძო სამართლის შემდეგ სფეროებს: სამოქალაქო სამართალი, სანივთო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, შრომის სამართალი, დაზღვევის სამართალი, კონკურენციის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი და, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო სამართალს. გიორგი ამირანაშვილი 2011 წლიდან უწევს კოორდინაციას პუბლიკაციათა პროექტებს შრომის სამართლის სფეროში. იგი 2016-2019 წლებში იყო „თსუ სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი, ხოლო ამჟამად „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორია. გიორგი ამირანაშვილს მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო, რეგიონთაშორის, რესპუბლიკურ, ადგილობრივ, საუნივერსიტეტთაშორისო თუ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, მათ შორის, მიდლსექსის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) გამართულ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე „დაუცველი მუშა-მოსამსახურეები და სარისკო სამუშაო ცვალებად სამყაროში“, სადაც მან წაიკითხა მოხსენება  საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუშა-მოსამსახურეებისათვის არსებულ საკანონმდებლო გარანტიებზე, რისთვისაც მოგვიანებით დაჯილდოვდა „კაროლინ ადამსის სახელობის ესეის პრიზი 2016“-ით.

მან 2011 წელს სამართლის ბაკალავრის, ხოლო 2013 წელს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


Asst. Prof. Dr. Giorgi AMIRANASHVILI earned his PhD in Private Law from the Faculty of Law at Ivane Javakhishvili Tbilisi State University (Georgia) in 2018. He has been a Staff Member of the Faculty of Law since 2010, and a Visiting Lecturer of the same Faculty since 2013. Giorgi Amiranashvili was elected to the position of Academic Assistant at the Private Law Department in 2016 for 4 years. He currently holds the position of Visiting Lecturer as well as Senior Specialist at the Department of Internationalization and Scientific Research at the Faculty of Law of the same University.

Giorgi Amiranashvili is an Assistant Professor of the School of Law at Tbilisi Open University, a Senior Research Scientist of the Scientific Research Institute of Law at European University, and a Member of the Accreditation Expert Pool of the LELP – National Center for Educational Quality Enhancement since 2020.

Giorgi Amiranashvili is a Member of the Contemporary Private Law Institute at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University as well as the Non-Profit Association “Friends of the Hamburg Max Planck Institute for Comparative and International Private Law” since 2015, and a Member of the International Association of Consumer Law since 2020. He also serves as a Founding Member & Director of the NNLE – Center for Contemporary Labour Law. Giorgi Amiranashvili has been conducting his doctoral research at the Max Planck Institute for Comparative and International Private Law and at the Harvard Law School Library in 2015, within the framework of the Scholarship Program for Visiting Fellows from Abroad and State Grants for Financial Support of PhD Students. He conducted his research as a Van Calker Scholar at the Swiss Institute of Comparative Law in 2019.

His works are extensively published in local and foreign top-rated Scientific Collections and Academic Journals in the Fields of Private Law, including Civil Law, Property Law, Law of Obligations, Contract Law, Tort Law, Labour Law, Insurance Law, Competition Law, Consumer Law, and Civil Procedure Law. Giorgi Amiranashvili has been coordinating Publication Projects at local and international levels in the Field of Labour Law since 2011. He was Editor-in-Chief of the TSU LAW REVIEW in 2016-2019 and he is currently Editor-in-Chief of the CONTEMPORARY LABOUR LAW REVIEW. Giorgi Amiranashvili has been participating in a number of Inter-Regional, Republican, Local, International, Inter-University and University Conferences, including the 2nd International Conference on Vulnerable Workers and Precarious Work in a Changing World, held at Middlesex University Business School (London, UK), where he presented a Paper about Legislative Guarantees in Georgia for the Workers with Disabilities, which was later awarded with Caroline Adams Essay Prize 2016.

He earned an LLB Degree in 2011 from Ivane Javakhishvili Tbilisi State University and an MA Degree in 2013 from the same University.